KA
Arsha Waterfall

არშის ჩანჩქერი

თოთის მიმდებარედ ორი ლამაზი, კასკადოვანი  ჩანჩქერი მდებარეობს. მათთან გზა სოფელ არშიდან მიდის, რომელიც ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზეა და ყაზბეგიდან დაახლოებით 5 კილომეტრითაა დაშორებული.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

სოფელ არშის ისტორიული წარსული

არშა ერთ-ერთი უძველესი სოფელია ყაზბეგში და საუკუნეების წინათ სტრატეგიული ობიექტიც კი იყო. ამის დასტური არშის ისტორიული ციხეა, რომელიც დღეს მხოლოდ ნანგრევების სახით არის შემორჩენილი.

როგორ მივიდეთ ჩანჩქერამდე?

სოფლიდან პირველ ჩანჩქერამდე დაახლოებით 1.5-კილომეტრია. მისგან ცოტა მოშორებით, 10-15 წუთის სავალზე კი დიდი სიმაღლიდან ეშვება მეორე ჩანჩქერი, რომელსაც ქალის თმას უწოდებენ, რადგან ის მართლაც წააგავს ქალის გაშლილ თმას. მართალია, მასთან მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია, რადგან აღმართებსა და გაუკვალავ ბილიკზე, მაღალ ბალახებში მოგიწევს სიარული, მაგრამ ჩანჩქერს რომ მიუახლოვდები, მისი ველური სილამაზე და ყინულივით ცივი წყლის შხეფები დაუვიწყარი ემოციას მოგანიჭებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა