IV-VII საუკუნეებში ატენის ხეობა „ტანის ხევის“ სახელით გვხვდება. ცნობილია, რომ ფეოდალურ ხანაში ხეობა მოსახლეობის სიმჭიდროვით გამოირჩეოდა, რაც აქ მაგისტრალური გზის არსებობამ განაპირობა.
ხეობის სოფლებში მდინარე ტანა მოედინება, რომელიც სოფელ ხიდისთავთან მდინარე მტკვარს უერთდება. აქ თუ მოხვდები, ბიისის ჩანჩქერიც აუცილებლად უნდა ნახო.
ეს მომაჯადოებელი ადგილი, სადაც ჰაერში შეწყვეტილი წყლის წვეთები ყინულის ლოლუებადაა ქცეული, ნამდვილად დაუჯერებელი სანახაობაა. აქვეა ტამის ულამაზესი ტბა, რომლის ნაპირებზე ნაძვები და ფოთლოვანი მცენარეებია გაშენებული და ახლოს უღრან ტყესაც იხილავ
ლამაზი ბუნების გარდა, ატენის ხეობა არქიტექტურული ძეგლების სიუხვითაც გამოირჩევა. აქ მდებარეობს ატენის სიონი და მაღალ კლდეზე ნაგები ატენის ციხე. ატენის ხეობაშია წეროს ეკლესიის კომპლექსი და ატენის დედათა მონასტერი.
ატენის ხეობა მევენახეობის გამორჩეული ზონაცაა. აქაური კლიმატი და ნიადაგი წარმოშობს ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშებს - „ჩინებულსა“ და “გორულ მწვანეს”. ხეობაში ღვინის ბევრი საინტერესო მარანია, სადაც სიამოვნებით გიმასპინძლებენ.