KA
The Apolo Film Theater

ბათუმის კინოთეატრი „აპოლო“

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, საუკუნეზე უფრო ძველი, თაღოვანი ელემენტებითა და სვეტებით შემკული შენობა დგას. ის 1910 წელსაც კინოთეატრი იყო და ახლაც ამ ფუნქციას ასრულებს, მაშინაც „აპოლო“ ერქვა და ახლაც ასე ჰქვია.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

„საუკეთესო სათეატრო შენობა მთელ ბათუმში. მუდამ სუფთა და ახალი ჰაერი, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა ჯანმრთელობისთვის“, - ასე წერდა XX საუკუნის დასაწყისში „ბათუმის გაზეთი“ „აპოლოს“ აფიშაზე მაყურებლების მოსაზიდად. მოგვიანებით, XX საუკუნის 30-იან წლებში მას სახელი შეუცვალეს და „ინტერნაციონალი“ უწოდეს, რთულ 90-იან წლებში კი კინოთეატრმა მუშაობა შეწყვიტა.

დაარსებიდან ასი წლის შემდეგ „აპოლოს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კინოთეატრმა ძველი დანიშნულება აღიდგინა და პირვანდელი სახელი და იერსახე დაიბრუნა. ახლა „აპოლოს“ დარბაზი 160 მაყურებელს იტევს და კინომოყვარულებს ფილმებს ყოველდღე სთავაზობს, ხუთშაბათობით კი მსოფლიო პრემიერებზე ეპატიჟება, ჩვენებები ორიგინალ და ქართულ ენებზე იმართება.

უკვე წლებია, კინოთეატრი „აპოლო“ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალს (BIAFF) მასპინძლობს. ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბრის მეორე ნახევარში იმართება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა