KA
Batumi Cathedral of The Mother of God

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი

ბათუმში უამრავ საინტერესო ადგილს გადააწყდები, თუმცა, თუკი შთამბეჭდავი ხუროთმოძღვრების ძეგლების დათვალიერება გსურს, დემეტრე თავდადებულის #51-ში ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარს უნდა ესტუმრო.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

ტაძრის არქიტექტურა

მაღალ ფუნდამენტზე შემდგარი სამნავიანი ბაზილიკა თავისი განსხვავებული არქიტექტურით ნამდვილად გაგაოცებს - ტაძრის დასავლეთი და აღმოსავლეთი ღერძები ხუთწახნაგა შვერილებით გამოირჩევა, დასავლეთის ფასადზე კი ორი მაღალი სამრეკლო კოშკია.

ტაძრის ისტორია

ეს საოცარი ტაძარი მეცენატ ძმებს ზუბალაშვილებს 1897-1902 წლებში დედის თხოვნით, მისი სულის მოსახსენებლად აუშენებიათ. ძმებს არქიტექტორები და მხატვრები იტალიიდან მოუწვევიათ და ტაძარი ნეოგოტიკური სტილით აუგიათ. 

თავდაპირველად ტაძარი კათოლიკური იყო, თუმცა კომუნისტურმა ხელისუფლებამ არც ის დატოვა თავისი კვალის გარეშე - წლების განმავლობაში აქ ჯერ არქივი, მოგვიანებით კი მაღალი ძაბვის ლაბორატორია იყო განთავსებული. 

1980 წელს ტაძარი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1989 წლის 16 მაისს კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ის ღვთისმშობლის შობის სახელზე აკურთხა. 

ამავე დღეს ბათუმში 5 ათასამდე ადგილობრივი მართლმადიდებლად მოინათლა. მას შემდეგ ტაძარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საკათედრო ტაძრად დადგინდა. 

2011 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა