KA
Balneo Service N6 and N1 Baths

ბალნეო სერვისი N 6 და N 1 აბაზანა

როდესაც საქართველოს ულამაზეს მხარეში, იმერეთში მოხვდები, აუცილებლად ესტუმრე წყალტუბოს, რადგან აქაური მინერალური წყალი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემდეგი ბიოლოგიურად აქტიური ელემენტებისგან შედგება: იოდი, მარგანეცი, ბრომი, ბორი, ლითიუმი, სტრონციუმი, თუთია და სპილენძი.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

წყალტუბო ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ასეთი შემადგენლობის წყალია და ბუნებრივიცაა, რომ უკვე წლებია, ამ ბალნეოლოგიურ კურორტს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულება აქვს. აქ შეგიძლია წლის ნებისმიერ დროს ჩამოხვიდე და სხვადასხვა სახის პროცედურა ჩაიტარო. 

N1 აბაზანაში  ორი საერთო - ქალებისა და მამაკაცების აბაზანა დაგხვდება. აქ შეგიძლია მიიღო ექიმის კონსულტაცია და  ჩაიტარო: მინერალური წყლის აბაზანა საერთო აუზში, ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი ხელით, ჰიდრო- და ვიბრომასაჟი, ცირკულარული და აღმავალი შხაპები, ფიზიოთერაპია, ინჰალაცია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვა. 

N6 აბაზანაში შეგეძლება ინდივიდუალური კაბინებით ისარგებლო, მიიღო ყველა მომსახურება, რომელიც N1 აბაზანაშია და დამატებით შემდეგი სახის მომსახურება: ხერხემლის კომბინირებული და ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში, სამკურნალო ფიზკულტურა როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად და მუცლის ღრუს გამორეცხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა