ბანგურიანი იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, ალაგ-ალაგ კი კირქვებითაა აგებული. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებითა და რელიეფის გლაციალური ფორმებით. ალპური და სუბალპური მდელოები, კრისტალურად სუფთა ჰაერი და სვანეთის ზღაპრული ხედები - სწორედ ამ გასაოცარ სილამაზეს იხილავ, თუკი ბანგურიანს ესტუმრები.
ბანგურიანის მთაზე ასასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილი, სპეციალური მომზადება, ალპინისტური აღჭურვილობა და სერტიფიცირებული გამყოლი დაგჭირდება. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე კი დაახლოებით 10 კილომეტრია.
თუ ბანგურიანის მთასთან რამდენიმე დღე დარჩენას ან სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვას გადაწყვეტ, მესტიაში დაბინავება შეგეძლება. აქ უამრავ კომფორტულ სასტუმროს ნახავ, საუკეთესო პერსონალითა და უმაღლესი დონის მომსახურებით. აგრეთვე, შესაძლებლობა გექნება, კარგად დაისვენო, უგემრიელესი სვანური კერძები დააგემოვნო და სასტუმროს აივნიდან ბანგურიანის მთის ულამაზესი ხედებითაც დატკბე.