KA
Bareti Lake

ბარეთის ტბა

წალკის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წალკიდან ტრანსპორტით 20 წუთის სავალზე, გზიდანვე დაინახავ ამ მხარეში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუნებრივ ტბას, რომელსაც სოფლის სახელი - ბარეთის ტბა ჰქვია.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
წალკა

მდებარეობა და ბუნება 

ტბა ზღვის დონიდან 1612 მეტრზე მდებარეობს, მისი ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარია. ტბას არ აქვს მუდმივი შენაკადი და საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. 

ბარეთის ტბას, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, მაღალი ღირებულება აქვს; საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეფასებით ბარეთის ტბა ალგეთის ეროვნულ პარკში შესვლის კანდიდატია და ეკოტურისტულ მარშრუტებში მოიაზრება.  

ბარეთის ტბა მიმზიდველი ადგილია ფრინველის ბევრი სახეობისთვის. მაგალითად, ტბაზე და მის მიმდებარედ სეზონურად  მრავლადაა წყალმცურავი ფრინველები. 

ტბის შემოგარენში შეგხვდება წალკის ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა: წალკის (დაშბაშის) კანიონი; წმ. გიორგის სახელობის ეკლესია წალკის შესასვლელში, რომლისკენ მიმავალი ბილიკიც წალკის კანიონთან იწყება; წალკის წყალსაცავი, ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი და მის სანაპიროსთან გაშენებული ეთნიკურად მრავალფეროვანი და, შესაბამისად, გამორჩეული კულტურულ-სოციალური ელფერის მქონე ქალაქი წალკა.   

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა