KA
Betania Monastery

ბეთანიის მონასტერი

ბეთანიის მონასტერი ერთადერთი იყო საქართველოში, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ აკრძალვის მიუხედავად, წირვა-ლოცვა, ჯვრისწერა და ნათლობა აღესრულებოდა. ის ღვთისმშობლის შობის სახელობისაა, თბილისიდან 17 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და თუკი მის მონახულებას გადაწყვეტ, ხუროთმოძღვრების ამ მშვენიერ ნაგებობას მდინარე ვერეს ტყით დაბურულ ხეობაში აღმოაჩენ.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
გარდაბანი

მონასტრის ისტორია და მხატვრობა

ბეთანიის მონასტერში ჯერაც  ყველაფერი ისეა, როგორც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე იყო, როდესაც ეს ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა აშენდა.

აქ ოდესღაც დიდი ლავრა ყოფილა, რასაც სენაკების ნეშტები ადასტურებს. 

გადმოცემის თანახმად, ბეთანიის მონასტერში ხშირად დადიოდა თამარ მეფე. სწორედ თამარის გამოსახულებაა ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე, მამასთან -  გიორგი III-სთან და შვილთან - ლაშა-გიორგისთან ერთად. ეს არის საქართველოში არსებული თამარ მეფის ოთხი ფრესკიდან (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი და ბერთუბანი) ერთ-ერთი.

ტაძარი მოხატულია რელიგიური შინაარსის სცენებით, რომლებიც 1207 წლით თარიღდება. 

მთავარ ტაძართან რამდენიმე ნაბიჯში წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკაც დგას, რომელიც 1196 წელს თამარ მეფის მამიდას - რუსუდანს აუგია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა