KA
Black Sea Arena

Black Sea Arena

Black Sea Arena რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელმაც ათობით მასშტაბური, საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებული ღონისძიების მასპინძლობით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში. დაარსების დღიდან Black Sea Arena-ს სცენამ ისეთ საერთაშორისო ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიცაა: Aerosmith, Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J, Thirty Seconds to Mars, The Killers, OneRepublic. გარდა ამისა, მის ეზოში განთავსებულია Black Sea Arena Front Stage, რომელიც საზაფხულო, მცირემასშტაბიანი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის. Front Stage უკვე სამი წელია აქტიურად მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის მცირემასშტაბიან არტისტებს: L'Imperatrice, Jungle, Empire Of The Sun.
რეგიონი
გურია
კურორტი
შეკვეთილი

Black Sea Arena შავი ზღვის სანაპიროდან 200 მეტრში, კურორტ შეკვეთილში მდებარეობს. შენობის არქიტექტურა და დიზაინი გერმანულ კომპანია Drei Architekten-ს ეკუთვნის. ამფითეატრის ტიპის ღია დარბაზი, უამინდობის დროს გადახურვის შესაძლებლობასაც იძლევა. ფერადი ლამელები აუდიტორიას მზისგან და ქარისგან იცავს. ხოლო როდესაც ისინი გახსნილია, მაყურებლის წინაშე კავკასიონის მომნუსხველი ხედები იშლება. ყველა ეს დეტალი "Black Sea Arena"-ს შენობას უნიკალურს ხდის, რის გამოც 2020 წელს “გერმანული დიზაინის დაჯილდოების” გამარჯვებული გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში.

Black Sea Arena-ს ვენიუ 10 000-მდე სტუმარს იტევს, მისი ტექნიკური მონაცემები კი საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის, სირთულის თუ მუსიკალური ჟანრის ღონისძიებებს, ერთნაირი ხარისხით უმასპინძლოს.

Black Sea Arena-ს ყველა სივრცე სრულად არის მორგებული ნებისმიერი საჭიროების ადამიანზე, მის ირგვლივ კი განლაგებულია 4 უფასო საპარკინზე სივრცე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა