KA
Borjomi Sulfur Pools

ბორჯომის გოგირდის აუზები

თუკი ბორჯომის პარკიდან მდინარე ბორჯომულას გასწვრივ მარტივ საფეხმავლო ბილიკს გაუყვები და ორკილომეტრიან გზას გაივლი, ტყეში, ღია ცის ქვეშ გაკეთებულ აუზებთან მოხვდები. ეს ადგილი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბორჯომი

ბორჯომის გოგირდის აუზები - გამორჩეული ადგილი დასვენებისთვის

ეს ადგილი იდეალურია ოჯახური დასვენებისა და გართობისთვის, რადგან აქ სხვადასხვა ზომისა და ფორმის აუზია: დიდი უფროსებისთვის არის განკუთვნილი, მომცრო ზომის კი - ბავშვებისთვის. ნახევარწრის ფორმის აუზში ყველაზე თბილი წყალია. ტერიტორია კეთილმოწყობილია, მიმდებარედ კი საშხაპეები და გასახდელებია აშენებული. წყლის საშუალო ტემპერატურა 32-38°C-ია. ტერიტორიაზე ასევე საკემპინგე ადგილებსაც შეხვდები.

ბორჯომის გოგირდის აუზების განსაკუთრებული თვისებები

წყალი, რომლითაც აუზები ივსება, სამკურნალო დანიშნულებისაა და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. წყალი რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც ხერხემლის ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები აწუხებს.

გოგირდის აუზები ზამთარშიც ფუნქციონირებს. ამ ადგილს სხვადასხვა ქვეყნიდან როგორც დასასვენებლად, ისე მკურნალობის მიზნითაც სტუმრობენ.

აუზებისკენ მიმავალ გზაზე საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებსაც შეხვდები ბორჯომის პარკში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა