ტბის ზედაპირის ფართობია 0,39 კმ2, მაქსიმალური სიღრმე - 0,85 მ; საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.
ტბაში სხვადასხვა სახეობის თევზი ბინადრობს, მათ შორის - კალმახი. აქ სპორტულ-სამოყვარულო თევზაობაც დაშვებულია. ტბის ირგვლივ მცენარეთა ენდემური სახეობებია გავრცელებული, ხელუხლებელ სანაპიროზე კი მრავლად არიან გადამფრენი ფრინველები მიგრაციისა და გამრავლების პერიოდში. ფრინველებზე დაკვირვება სათვალთვალო კოშკიდან შეგიძლია.
ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კლდოვანი კუნძულია, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილია წყლის ფრინველებისთვის, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ველის პრანწიასთვის, ვარდისფერი ვარხვისთვის, წითელი იხვისთვის.
ტბის ირგვლივ უამრავი საპიკნიკე ადგილია, ტბამდე კი სოფელ გორელოვკიდან დაახლოებით 2 კმ-იან ბილიკს მიჰყავხარ, რომელიც ტბის ნაპირს მიუყვება.