KA
Gabzaruli Lake – Nature’s Emerald Monument in Imereti

გაბზარული ტბა - ბუნების ზურმუხტისფერი ძეგლი იმერეთში

ბუნება ხშირად გვაოცებს მისი ამოუწურავი მრავალფეროვნებით და გამაოგნებელი სანახაობებით. სწორედ ბუნების ასეთი გასაოცარი ძეგლია გაბზარული ტბა, რომელიც იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

გაბზარული ტბის მდებარეობა

ზურმუხტისფერი ტბა მდინარე ყუმის აუზშია, ყუმის ვოკლუზური წყაროებიდან ჩრდილო-დასავლეთით 1,7 კმ-ში, ზღვის დონიდან კი 166 მეტრის სიმაღლეზე.

ფერდობები ირგვლივ ფოთლოვანი ტყითაა დაფარული, ნაპრალი კი ჩრდილოეთისკენაა მიმართული. მისი სიგრძე 60 მეტრია, სიგანე - 2-2,5 მეტრი. გაბზარული ტბა, რომელიც სიფონური ტბების ტიპს მიეკუთვნება, ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მეტრ სიღრმეზეა. თავად მისი სიღრმე კი 45 მეტრს შეადგენს.  

ის, რაც გაბზარული ტბის მონახულებამდე უნდა იცოდე

ტბასთან ჩასასვლელი ციცაბოა და საკმაო სირთულით გამოირჩევა, რადგან მასთან მხოლოდ კლდის ბილიკი მიდის. გაბზარული ტბის ირგვლივ ინფრასტრუქტურა არ დაგხვდება და ამდენად, მისი მონახულება მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობითა და გამოცდილი ადამიანების თანხლებით არის შესაძლებელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა