KA
Giorgi Chitaia Ethnographic Museum

გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი

თუ გსურს, საქართველოში თბილისიდან გაუსვლელად იმოგზაურო და 14 ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ერთ სივრცეში დაათვალიერო, ეთნოგრაფიულ მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმრო.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორია

მუზეუმი 1966 წელს გაიხსნა და ქართველი აკადემიკოსის გიორგი ჩიტაიას სახელს ატარებს - ამ დიდმა მეცნიერმა ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში დაუდო საფუძველი ქართულ ეთნოლოგიურ მეცნიერებას; აღნიშნულ მუზეუმში კი ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, მე-20 საუკუნის საქართველომდე იმოგზაურებ.

რას ნახავ გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიულ მუზეუმში?

აქ ღია ცის ქვეშ მოწყობილ ქართლს, სამეგრელოს, აჭარას, აფხაზეთს, სვანეთს, ხევსურეთს, კახეთს, მესხეთს, ჯავახეთს, გურიას, იმერეთს, რაჭას, ლეჩხუმსა და  სამაჩაბლოს შეხვდები.

მუზეუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტექნოლოგიით ნაშენები 70-მდე ნაგებობა დგას და ნამდვილი სოფლის ეზოებია გაშენებული - მარნებით, ფარდულებით, სიმინდის ბეღლებითა და ცხენების თავლებით. თითოეულ სახლში გიდი-მასპინძელი დაგხვდება, რომელიც კონკრეტული შენობის ისტორიას მოგიყვება, იმ რეგიონის ყოფა-ცხოვრების თავისებურებებსა და ცალკეული ნივთების დანიშნულებასაც აგიხსნის.

ერთ-ერთი ზონა უძველეს ძეგლებს ეთმობა, მათ შორისაა ძვ.წ. II ათასწლეულის აკლდამა აფხაზეთიდან და V-VI საუკუნეების სიონის ბაზილიკა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა