KA
Goderdzi Alpine Botanical Garden

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი

იმისათვის, რომ აჭარის მთელი მშვენიერება შეიგრძნო, ზღვისა და ტროპიკული ბუნების შემდეგ ალპურ ზონაშიც უნდა გადაინაცვლო, ამისთვის კი საუკეთესო ადგილი გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღია.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

რას ნახავ გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში?

ბოტანიკური ბაღი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე, აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. ბათუმიდან 115 კმ-ში თითქმის 10 ჰექტარზე თავმოყრილია მრავალფეროვანი ალპური და სუბალპური მცენარეები, რომელთა უმრავლესობა აბორიგენული სახეობაა - ველურად მოზარდი 50 ოჯახი, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარე და ჰაბიტატი. 

ალპური ბოტანიკური ბაღი 15 ზონას მოიცავს. მათ შორის: მთის მდინარეების, ტბის, ჭაობის, ქვიანი ეკოტოპის, საპიკნიკე და საკემპინგე ზონები. აქ შეგიძლია ნახო მცენარეებთან შერწყმული უნიკალური ქვის ბაღის 4000 კვ.მ-იანი ალპინარიუმი, რომლის მოწყობაზეც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მიუნხენის ბოტანიკური ბაღის მებაღეც მუშაობდა.

არ დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ გოდერძის ალპურ სივრცეში შეგიძლია, დააგემოვნო ჯარას ველური თაფლი და პირადად გაეცნო მისი წარმოების უნიკალურ ტრადიციას.

ბოტანიკური ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა. წლის დანარჩენ პერიოდში აქაურობა გაუვალი თოვლითაა დაფარული.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა