KA
Goderdzi Petrified Forest Natural Monument

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი

გაქვავებული პალმების ფოთლები, ქაფურის ხეები და დაფნები, რომელთა მსგავსი იაპონიასა და კანარის კუნძულებზე თუ შეგხვდება; გვიმრის სახეობები, რომლებიც მხოლოდ ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში ხარობს - და ეს ყველაფერი საქართველოშია, გოდერძის უღელტეხილზე.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ხულო

„გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი“, იგივე „კაჟის ტყე“, როგორც მას უწოდებენ, ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1600-2100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეები, რომლებიც 10-15 საუკუნის წინ, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლით დაიფარა, მიანიშნებს, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც დღეს სუბალპური ზონაა, ოდესღაც თბილი ჰავა და ხშირი წვიმები იყო. 

ნამარხ ტყეში სითბოს მოყვარული 90-ამდე სახეობის ფოთლოვანი მცენარეა: პალმები, მაგნოლიები, გვიმრები, ლეღვის ხეები, მუხები და ტირიფები; დღეს მათ მხოლოდ ფორმა და ფაქტურა აქვს შენარჩუნებული, სხვა მხრივ მთლიანად ჩანაცვლებულია ოპალით, ქალცედონითა და კვარცით. 365 ჰა ფართობი მინერალიზებული ქანებია, ხოლო ხეები ოპალიზებულია, რაც მსოფლიოში იშვიათობაა.

გოდერძის ნამარხი ტყე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია და ბუნების უიშვიათეს საოცრებადაა მიჩნეული, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოშია აღმოჩენილი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა