საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Dadiani Palace – A 17th-Century Architectural Monument with a Beautiful Botanical Garden

დადიანების სასახლე

თავადი დადიანების სასახლე ერთ-ერთი პირველი ევროპული ტიპის სასახლეა ისტორიული ოდიშისა და დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი - მის ადმინისტრაციულ ცენტრ ზუგდიდში.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ზუგდიდი

დადიანების სასახლის ისტორია

შენობა XVII საუკუნეშია აგებული, XIX ს-ის 60-იან წლებში კი მას საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდა, რასაც გერმანელი არქიტექტორი ხელმძღვანელობდა. მხოლოდ სასახლის აივნებისა და ჭერის გასაწყობად 5 ათასი ხელნაკეთი დეტალი და 50 ათასზე მეტი კოლხური ორნამენტი შეიქმნა, რომლებიც დღემდე აღფრთოვანებას იწვევს როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში. აღსანიშნავია, რომ სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალს და ამ სასახლის დიასახლისს ეკატერინე დადიანს საოცარი გემოვნება ჰქონია, რაც ამ შენობის ყველა კუთხეში იგრძნობა. 

დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღი

1840 წელს სასახლის ირგვლივ  ბოტანიკური ბაღი გაშენდა. დედოფლის მოწვევით ჩამოსულმა მებაღემ ბაღი ფრანგულ სტილზე დაგეგმა. აქ 67 ჰექტარზე უნიკალური მცენარეებია დარგული.

დედოფლის სასახლის გვერდით აშენებულია დადიანების ვაჟის - ნიკოს სასახლე, რომელსაც ულამაზესი სამეჯლისო დარბაზი აქვს. 

დადიანების სასახლე დღეს

ამჟამად დადიანებისეულ სასახლეში მუზეუმია გახსნილი, სადაც 44 475 ექსპონატი და სხვა ბევრი სიწმინდე ინახება, მათ შორის - ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 3 ეგზემპლარია.

ყოველ 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის კვართს სასახლიდან იქვე, დადიანების კარის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ამ სიწმინდის თაყვანსაცემად მართლმადიდებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა