KA
Dandalo Bridge

დანდალოს ხიდი

ბათუმიდან 60 კმ-ში, ქედის მუნიციპალიტეტში, ახალციხეში მიმავალ ძველ მაგისტრალზე, ქართული სამშენებლო ტრადიციების უნიკალური ნიმუში, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი - დანდალოს ხიდი დგას.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ქედა

დანდალოს ხიდის ისტორია და სტრუქტურა

IX-X საუკუნეების ეს თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე ადგილობრივი კირქვითა და დუღაბითაა აშენებული და თითქმის 36 მეტრი სიგრძისაა. მისი მარჯვენა ბურჯი კლდეზე დგას, მარცხენა კი წყალშია შეჭრილი. შუაწელში ხიდის სიგანე 2,7 მეტრია, ნაპირებთან კი ფართოვდება. 

დანდალოს ხიდი ქედის ერთ-ერთი ურთულესი ნაგებობაა - ის ლათინური S-ის ფორმისაა და მასზე დატვირთვის სწორად გადანაწილება ცალკე ოსტატობაა. თაღის სისქე თითქმის ერთ მეტრს აღწევს - თუკი მდინარეს ხიდის შუაგულიდან გადახედავ, გარემოს 8,5 მეტრის სიმაღლიდან დაინახავ, წყლის დონიდან ხიდის თაღამდე კი დაშორება 7,6 მეტრია. 

თაღის ორივე მხარეს ორ რიგად გამოჭრილი, ერთმანეთისგან 38 სმ-ით დაშორებული ფოსოებია, რაც მიანიშნებს, რომ ხიდის მშენებლობისას ხარაჩოები ორ რიგად იყო დალაგებული.  

ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი დანდალოს თაღოვან ხიდს 2006 წელს მიენიჭა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა