KA
Vazha-Pshavela and Chargali

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი

ულამაზესი ტყეების, მინდვრების, უზარმაზარი მთებისა და შესანიშნავი ხედების ერთობლიობა თავს ზღაპარში წარმოგადგენინებს, მოგხიბლავს და საუცხოო ემოციებით აგავსებს. ეს ბუნება კი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარგალში დაგხვდება, სადაც გენიალური ქართველი პოეტი, მწერალი და პუბლიცისტი ვაჟა-ფშაველა დაიბადა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

სად მდებარეობს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი

მთებით გარშემორტყმული, ღარიბული, ერთსართულიანი სახლი ორი პატარა ოთახით,  სადაც  1861-1915 წლებში ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდა და მუშაობდა, რიყის ქვით არის ნაგები. ეზოში საბძელ-გომური, თონე და წისქვილი დგას. სახლ-მუზეუმი აქ 1961 წელს, მწერლის დაბადებიდან 100 წლის თავზე გაიხსნა.  

მუზეუმში დაცულია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასთან, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული 1200-მდე ექსპონატი, ეთნოგრაფიული მასალები, რომლებიც XIX-XX საუკუნეებს მიეკუთვნება, პოეტის სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, ვაჟასადმი მიძღვნილი ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა და, აგრეთვე, ფოტომასალა. 

რას ნახავ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში?

ვაჟას ოთახში შემორჩენილია მისი პირადი ნივთები - მაგიდა, სკამი და ბუხარი. კედელზე ჩამოკიდებულია ვაჟას თოფი - ცნობილია, რომ ის კარგი მონადირე იყო. აქვეა მისი დის, მართას მიერ მოქსოვილი ხურჯინი, რომელიც მან თავის ძმას აჩუქა. ეს ის ცნობილი ხურჯინია, რომლითაც პოეტს საგზალი დაჰქონდა. 

პოეტის სახლ-მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან აქ კიდევ ბევრ საინტერესო ექსპონატს გადააწყდები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა