KA
Vashlovani National Park – A Protected Area of Kakheti

ვაშლოვანის ეროვნული პარკი

საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, დედოფლისწყაროში, კახეთის ორ მთავარ მდინარეს - იორსა და ალაზანს შორის უნიკალური ადგილია, რომელიც ოდესღაც ზღვის ფსკერი ყოფილა - სულ ცოტა, 5 მილიონი წლის წინათ ამ ადგილს სარმატის ზღვა ფარავდა. დასტური ის ნიჟარებია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე კლდეში ნამარხი აღმოაჩინეს. ვაშლოვანი ზღვის დონიდან 100-900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი ფართობი 25 ათასი ჰექტარია. აქ ტყეებსაც შეხვდები, უდაბნოსაც, ხევებსაც და მერცხლების ბუდეებით დაფარულ კლდეებსაც.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

ვაშლოვანის ნაკრძალის ფლორა

ვაშლოვანი ის უნიკალური ადგილია, სადაც  მცირე ფართობზე თავმოყრილია ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, არიდული მცენარეულობა, მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე. 

ვაშლოვანის დაცული ტერიროტიების სახელწოდება

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე უიშვიათესი საკმლის ხეებია (Pistacia atlantica), რომლებიც ერთმანეთისგან 15-20 მეტრის დაშორებით დგას. ეს განლაგება ხეხილის ბაღთან ასოციაციას იწვევს. ამასთანავე, საკმლის ხე გარეგნულად ვაშლის ხეს ჰგავს. გეოგრაფიული სახელი „ვაშლოვანიც“ სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს. 

ვაშლოვანის ნაკრძალის სიმბოლო - ლეოპარდი ნოე

ვაშლოვანში 46 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს, თუმცა მათთან შეხვედრა იშვიათობაა. მრავლადაა ტურა, მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, მაჩვზღარბა და დათვიც კი. 2003 წელს აქ საქართველოსთვის უნიკალური ცხოველი - ლეოპარდი აღმოაჩინეს და მას ნოე შეარქვეს. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დათვალიერება შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ასევე ცხენით და ფეხით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა