KA

ველოტური-კურორტი ბაკურიანი-ტრასა პირველი

ველოტური - კურორტი ბაკურიანი - პირველი ტრასა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტზე მდებარე სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, დიდველის მიმდებარედ ეწყობა.

სპეციფიკა

ბაკურიანი საინტერესო სპორტული წარსულის მქონე დაბა და დღეს უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია, სადაც პირველი სათხილამურო ბაზა 1932 წელს გახსნეს. 

ბორჯომიდან ბაკურიანამდე 15 კმ-ია, რომელსაც მანქანით 20 წუთში გაივლი. დიდველის საბაგიროს სალაროში ყიდულობ აბონემენტს და გონდოლებით ადიხარ ზედა სადგურზე. ტრასა გონდოლებიდან ხელმარჯვნივაა. მისი სიგრძე 2,5 კმ-ია. მარშრუტი საშუალო სირთულისაა. 

ეს ბილიკი მრავალფეროვანია როგორც რელიეფურად, ისე დაბრკოლებების თვალსაზრისით, შესაბამისად, მასზე დაშვება შეუძლია შედარებით გამოცდილ ველომრბოლელს. ტრასა კარგი სავარჯიშოა პროფესიონალი ველომრბოლელებისთვისაც. 

დიდველიდან კარგად ჩანს ირგვლივ გადაშლილი ულამაზესი პეიზაჟები. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი ტურის შესაბამისად, გაქვს თუ არა წამოღებული: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, წყალი, აფთიაქი. 

ბაკურიანი - ტრასა პირველის ველოტურის დაგეგმვა კურორტზე სეზონის გახსნისთანავე შეიძლება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა