KA

ველოტური: ომალო - დართლო

ომალო - ღელე - მაკრატელა - ბოჭორნა - ჯვარბოსელი - ნაყაიჩო - ფარსმა - გირევი - დანო - კვავლო - დართლო - ომალოს ველოტური რთულია და მისი გავლა დამწყები ველომოყვარულისთვის რეკომენდებული არ არის. მარშრუტი 4-5 დღეს მოიცავს და ასაკრეფი ვერტიკალი, მთლიანობაში, 4000 მეტრს შეადგენს.
რეგიონი
კახეთი
სოფელი
ომალო

მარშრუტი

აუცილებელია თუშეთამდე მიმავალი გზის გავლა გამოცდილი მძღოლის დახმარებით. 

ველოტურის სიგრძე 45 კმ-ია. მისი სირთულიდან გამომდინარე, გამოცდილი ველომოყვარული ფიზიკურადაც კარგად უნდა იყოს მომზადებული. სანახაობრივად ყველა გასავლელი სოფელი განსაკუთრებულია. რაც მეტ გზას გადიხარ, მით უფრო საინტერესო პანორამა გხვდება ირგვლივ.

ტური ომალოდან იწყება და მაკრატელას ქედისკენ მიემართება, გზა ულამაზესი ხედებით გამოირჩევა.

ხანგრძლივი შესვენების მოწყობა შესაძლებელია როგორც ბოჭორნაში (რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტია), ისე ფარსმაში, გირევსა და დართლოში, სადაც შეგიძლია, უგემრიელესი თუშური კერძები დააგემოვნო და ადგილობრივების გამორჩეული სტუმართმოყვარეობით ისარგებლო. 

რა უნდა გაითვალისწინო

მარშრუტის დაწყებამდე, აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა აღჭურვილი შესაბამისად, გაქვს თუ არა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები. 

აღნიშნული ველოტურისთვის მისაღები პერიოდია ივლისის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის დასაწყისამდე (პირველ თოვლამდე).

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა