ტური დაბა ფასანაურიდან იწყება და შავი არაგვის ხეობას მიუყვება გუდამაყრის მიმართულებით. ველოტურის სიგრძე 30 კმ-ია და ძირითადად გრუნტოვან სამანქანო გზას გაივლის.
ბილიკის გავლა შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ორ დღეში, ყველაფერი ველომოყვარულის ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. ორდღიანი ტურის დაგეგმვის შემთხვევაში ღამის გასათევად კარავი დაგჭირდება.
გზად გასავლელია ერთი უღელტეხილი. ველოტურის ბოლო წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1760 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელი სნო.
მარშრუტის დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმე, ხარ თუ არა შესაბამისად აღჭურვილი, გაქვს თუ არა: სამუხლე, ჩაფხუტი, ხელთათმანი, საიდაყვე, კამერა, აფთიაქი, წყალი და სათადარიგო ნაწილები.
ფასანაური - გუდამაყარი - სნოს ველოტურისთვის მისაღებია პერიოდია ივლისის პირველი ნახევრიდან პირველ თოვლამდე.