ფესტივალის გამართვის დრო ტურისტული სეზონის პიკს ემთხვევა და თუ ამ პერიოდში თბილისში ან საქართველოში იმყოფები, ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენო.
ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიო საბალეტო სცენების ვარსკვლავი, ქართველი პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი.
საბალეტო ფესტივალში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები მონაწილეობენ.
2017 წლის შემდეგ, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოვიდნენ: ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი და ჟერემი ლუ კერი, Spellbound Contemporary Ballet, ნიდერლანდების ცეკვის თეატრი, ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, Spellbound Contemporary Ballet და მრავალი სხვა.
ბალეტი და, კერძოდ, ქართული ბალეტი, რაც შეიძლება პოპულარული და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველასთვის - ასეთია ფესტივალის იდეა.
მართლაც, ყოველ სპექტაკლზე დარბაზები ივსება და უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ახლობელი ეს დიდი ხელოვნება იმ სცენიდან, სადაც მსოფლიოს უდიდესი მოცეკვავე, კლასიკური ცეკვის რეფორმატორი, ქართული საბალეტო ხელოვნების ლეგენდა ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა.