KA
Jacob Gogebashvili State Puppet Theatre

თბილისის თოჯინების თეატრი

თბილისში პატარებისთვის საუკეთესო გასართობ-შემეცნებითი პროგრამის მოძებნა და შერჩევა არ გაგიჭირდება - საკმარისია, ისინი თოჯინების სახელმწიფო თეატრში წაიყვანო და მაშინვე მიხვდები, რომ ბავშვებს საოცრად ლამაზი, ლაღი და საინტერესო თავგადასავალი ელით.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს თოჯინების თეატრი?

იქაური გარემო მთლიანადაა მორგებული პატარებზე - მისი ფოიე, სათამაშოებით მორთული დერეფნები, ისტორიული ნივთების, კოსტიუმებისა და თოჯინების გამოფენები წარუშლელად დარჩება თქვენი პატარების მეხსიერებაში. ყველაფერი ეს ჯადოსნურ გარემოს ქმნის და ბავშვს მთავარი საოცრებისთვის განაწყობს, რომელიც ფარდის გადაწევის შემდეგ სცენაზე ხდება. 

თოჯინების თეატრში სპექტაკლები ხშირად იდგმება და აღტაცებული ბავშვებისა და მშობლების მქუხარე ტაშით სრულდება. ზღაპრების გარდა, ხშირად იდგმება შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლებიც, რაც ხელს უწყობს ბავშვების მიერ სხვადასხვა საკითხის მარტივად აღქმას. 

თოჯინების პირველი პროფესიული თეატრი 1934 წელს გიორგი მიქელაძის თაოსნობით დაარსდა. დღეს თოჯინების სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს დავით აღმაშენებლის გამზირის N136-ში ეპატიჟება და დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა