KA
Tbilisi Choral Music Festival

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

საგუნდო მუსიკის მოყვარულებისთვის „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ ნამდვილი დღესასწაულია. ფესტივალი თბილისში ყოველ წელს გაზაფხულზე იმართება და მასში საგუნდო მუსიკის მსმენელისთვის კარგად ცნობილი პროფესიონალური საგუნდო კოლექტივები მონაწილეობენ როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

ფესტივალზე სხვადასხვა წელს გამოდიოდნენ: ლიტვის კამერული გუნდი „აიდია“, ტალინის კამერული გუნდი „კანორუსი“, ბერლინის კამერული გუნდი „კანტამუს ბერლინი“, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სხვა.

დაარსებიდან, 2013 წლიდან, ფესტივალმა 60-ზე მეტ პროფესიულ კოლექტივს უმასპინძლა კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასევე, თბილისის სხვა ცნობილ სცენებსა თუ სივრცეებში - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში.  

ფესტივალის შექმნის მიზანი ქართული საგუნდო-საშემსრულებლო საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პროფესიული გუნდების პოპულარიზაციაა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა