KA

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (TIFL) საზოგადოებას ყოველ წელს თანამედროვე ქართველ და უცხოელ ავტორებს აცნობს. ამ მიზნით ფესტივალის დღეებში, ინტერაქტიურ ფორმატში, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

როდის დაარსდა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი?

TIFL 2015 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ტრადიციულად, ყოველი წლის მაისში ფესტივალს თბილისში, მაჩაბლის №13-ში მდებარე საქართველოს მწერალთა სახლი მასპინძლობს. ამ ისტორიულ შენობაში პოეზიის საღამოები, წიგნის პრეზენტაციები, ლიტერატურული კონკურსი და ავტორებთან შეხვედრები იმართება. მკითხველს კი საშუალება ეძლევა, თანამედროვე ქართველ და უცხოელ ავტორებს უშუალოდ გაეცნოს. 

ვინ მონაწილეობს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში?

სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობდნენ: მწერალი და დრამატურგი ეტკარ კერეტი (ისრაელი), პოეტი ლუკ კენარდი (დიდი ბრიტანეთი), პოეტი ესთერ ნაომი პერკუინი (ნიდერლანდები), მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი (რუსეთი), მწერალი იბრაჰიმ ალ-ქუნი (ლიბია), რომანისტი აიზეკ მერიონი (აშშ), მწერალი ფილიპ ბესონი (საფრანგეთი), პოეტი და ესეისტი ჩარლზ ბერნსტაინი (აშშ), პოეტი ზაზა კოშკაძე (საქართველო), მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი (საქართველო-გერმანია) და ბევრი სხვა ავტორი, რომელთა ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მკითხველთათვის კარგად არის ცნობილი. 

TIFL-ს, თავისი მასშტაბით, კავკასიის რეგიონში ანალოგი არ აქვს და ის ყოველ წელს მკითხველთა საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა