KA
Tbilisi Photography and Multimedia Museum

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

ფოტოგრაფია სრულფასოვანი სამეტყველო ენაა, ამიტომ საკუთარი ემოციებისა და განცდების აღმოსაჩენად შეიძლება ერთი პატარა ვიზიტი ერთი პატარა ქვეყნის ერთ ქალაქში საუკეთესო მოგონებად გადაიქცეს და თან რეალობაც მეტად შთამბეჭდავი გახადოს. და თუ შენი ჰობი სმარტფონით ფოტოების გადაღებაა, ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმრო. ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, რომელიც თბილისის ტურისტულ რუკაზე 2018 წელს გამოჩნდა, სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ცენტრია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სად მდებარეობს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი და რას ნახავ აქ?

მუზეუმის სივრცეში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საინტერესო სასტუმროს „სტამბის“ შენობაშია, მდიდარი მულტიმედიური კოლექციაა წარმოდგენილი. აქ თავმოყრილია თბილისის ფოტოფესტივალის ფოტო-, ვიდეო- და აუდიონამუშევრები; თბილისის ფოტოფესტივალი კი 2010 წლიდან  მასპინძლობს ევროპის, ამერიკის, იაპონიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, ირანის, ავღანეთის, ერაყის ფოტოგრაფებისა და ფოტოჟურნალისტების გამოფენებს; თანამედროვე ფოტოგრაფების თვალით და ახალი კუთხით აჩვენებს იმ თემებს, რაც აქტუალურია არა მხოლოდ ლოკალური, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ისტორია ყველაზე კარგად ფოტოდან ჩანს. მუზეუმის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი კი რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება - აქ, ამ ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალებში, ნახავ ომის რეალობას, ცნობილი ფრანგი ვიდეოარტისტის კრისტიან ბარანის ნამუშევრებს ომის ზონიდან და ასევე მის სხვა მულტიმედიურ პროექტებს საქართველოს შესახებ. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა