KA
Tbilisi International Book Festival

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წლის ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული მოვლენაა. მასში ადგილობრივი და უცხოური გამომცემლობები მონაწილეობენ, მწერლები თბილისს მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ და სრულებით შესაძლებელია, აქ შენი საყვარელი წიგნის ავტორსაც კი შეხვდე. საბავშვო კუთხეებში საგანგებოდ პატარებისთვის საბავშვო წიგნების გამოფენა ეწყობა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

როდის იმართება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი?

ფესტივალი მაისის ბოლოს იმართება და რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს: ახალი წიგნების პრეზენტაციას, ავტორების წარდგენას, მთარგმნელებთან  შეხვედრასა და ლიტერატურულ დაჯილდოებას.

მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მასპინძლობს.

თუ გაინტერესებს, რას კითხულობენ სხვა ქვეყნებში, ფოკუს ქვეყნების პროგრამას უნდა დაესწრო და მათ მწერლებს, გამომცემლებსა და ლიტერატორებს გაეცნო.

ვინ სტუმრობს ფესტივალს?

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ფოკუს ქვეყნებს უკვე წარმოადგენდნენ ნორვეგია, გერმანია, ფინეთი და თურქეთი. ფესტივალს სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მწერლები - 

ნორვეგიელი: როსკვა კორიცინსკი, ნილს ჰენრიკ სმითი, სიმენ ეკერნი და სიგბიორნ მოსტიუ; 

ფინელი: ჰენრიკ მეინანდერი, როზა ლიქსომი, ლინდა ბუნდესტამი; 

და გერმანული ორგანიზაციები: Schweizerbart/Borntraeger Science Publishers; DOM publisher; Museum für Vor- und Frühgeschichte; Kurt Wolff Stiftung. 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წიგნის ფესტივალია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა