KA
Number 32 Zubalashvili Brothers Street

თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32

საქართველოს XIX საუკუნის მრავალფეროვან ხუროთმოძღვრულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოლიტიკური ფუნქციის მქონე არქიტექტურას, რაც საუკეთესოდ ასახავს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია 

თბილისის სასამართლო პალატა და საოლქო სასამართლო 1894 წელს აშენდა. ეს ნაგებობა იმ იშვიათ შენობათა რიცხვშია, რომლებსაც დღემდე აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი ფუნქცია. 

შენობის არქიტექტურა

შენობა თბილისელი არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის (1858-1907) პროექტით აშენდა და მოცულობით ის მაშინ ერთ-ერთი დიდი ნაგებობა იყო თბილისში, ხოლო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით - სრულიად განსაკუთრებული. 

არქიტექტორმა გვიანი რენესანსისა და იტალიური პალაცოების ბაროკული მოტივები გამოიყენა, მაგრამ ეს ეკლექტიკა ისეთი ოსტატობით, პროპორციების ზუსტი განსაზღვრითა და მაღალი გემოვნებით გააკეთა, რომ შენობა დღემდე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ძეგლად არის მიჩნეული.   

ელეგანტური ფასადი და მხატვრულად შესანიშნავად დამუშავებული ინტერიერი - შესასვლელში პარადული, მაღალი კიბეებითა და შენობის მკლავების გამანაწილებელი მდიდრული როტონდით - ზუსტად პასუხობს შენობის ფუნქციასა და დანიშნულებას.

შენობა დღეს

სხვადასხვა წლებში ჩატარებული სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო  სამუშაოების წყალობით შენობის არქიტექტურა ავთენტიკურობასა და უწინდელ ხიბლს დღემდე ინარჩუნებს. დღეს აქ რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ორგანო - საქართველოს უზენაესი სასამართლოა განთავსებული.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა