KA

თევზაობა ბუღდაშენის ტბაზე

ბუღდაშენის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა მოქცეულია ბუღდაშენის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში. GPS კოორდინატებია: 390197-4561898
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

ტბის დახასიათება

ბუღდაშენის ტბის ფართობია 0.39 კმ2, მაქსიმალური სიღრმე - 0,85 მ, წყლის ტემპერატურა - 9°C. 

ვულკანური წარმოშობის წყალმარჩხი ტბა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ზამთარში ტბა ხუთი თვით იყინება.

ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი წყლის მცენარეულობითაა დაფარული, სამხრეთი ნაწილი კი ჭაობისკენ გარდამავალ სტადიაშია. 

თევზის სახეობები

ბუღდაშენის ტბაზე დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

ტბაში ბინადრობს კალმახი, აღმოსავლური ფრიტა და კარჩხანა;

თევზჭერა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ ტბებზე 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილების - „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ - შესაბამისად რეგულირდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა