KA

თხილმარის ტური ფარავნის ტბაზე

თხილმარი ზამთარში სოფლიდან სოფელში გადაადგილებისა და ეგზოტიკურო სანახაობებით ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, თოვლში სრიალს თოვლში სიარული ურჩევნია. აქტიური დასვენების ეს მიმართულება პოპულარულია ფოტოგრაფებშიც, რომლებიც ბუნების განსაკუთრებულ კადრებს ეძებენ. თხილმარი ოვალური ფორმის ზამთრის საბიჯებელი მოწყობილობაა, რომელსაც გაუკვალავ თოვლში გადაადგილების გაადვილებისთვის ფეხსაცმელზე ამოიცვამენ. აქტიურად გამოიყენება ზამთრის ტურიზმში, როგორც ზამთრის კურორტებზე, ისე იმ ადგილებში, სადაც კურორტი არ ფუნქციონირებს.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ნინოწმინდა

რას გთავაზობს ფარავნის ტბა?

ფარავნის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტბა ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე, სამსრისა და ჯავახეთის ქედებზეა. აქ არის ულამაზესი სოფელი ფოკაც. 

ზამთარში ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზი და მისტიკურია, ყველაფერი გადათეთრებულია და ტბაც საკმაოდ სქლად არის გაყინული. საშუალება გეძლევა, ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე ტბა თხილმარით გადაკვეთო, აგრეთვე, დაათვალიერო ფოკის ტბისპირა დასახლება და ეწვიო ფოკის დედათა მონასტერს, სადაც შეგიძლია სხვადასხვა მცენარეული ჩაი, ადგილობრივი ნატურალური პროდუქტი და ხელნაკეთი ნივთები შეიძინო.

რა უნდა გაითვალისწინო

ფარავნის ტბა თბილისიდან 132 კილომეტრში მდებარეობს და ზამთარში ადგილზე მისასვლელად მაღალი გამავლობის ავტომობილია აუცილებელი. 

ამ ტურზე სასურველია თან იქონიო თხილამური, რადგან ადგილზე არ ქირავდება.

აუცილებელია, რომ თან გახლდეთ სერტიფიცირებული გიდი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა