ჯეჯორის სექციის სირთულის კატეგორიაა 3 - 3+.
სოფელი ქვედრულა, საიდანაც მარშრუტი იწყება, მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარეების - ქვედრულისა და ჯეჯორის შესართავთან, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე.
მდინარე ჯეჯორა სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2975 მ-ზე, მდინარის სიგრძეა 45 კმ, საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, მარცხენა მხრიდან უერთდება მდინარე რიონს.
მარშრუტი იწყება სოფელ ქვედრულიდან, ზღვის დონიდან 990 მ-ზე და სრულდება ქალაქ ონში, ზღვის დონიდან 830 მ-ზე.
სექციის სიგრძეა 9 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე 160 მ, სირთულის კატეგორია 3 - 3+ (საშუალოდ რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები).
მდინარე ჯეჯორაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი, ოქტომბერი.
სოფელ ქვედრულამდე ქალაქ ონიდან მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.