კაცობურის აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეზეა. მისი მაქსიმალური სიმაღლეა 40 მ. დაცულ ტერიტორიაზე მდინარე რიონი მიედინება. ადრე ამ ადგილას კოლხური ტყე ყოფილა, ამჟამად კი უფრო მურყნარი გვხვდება - ფოთლოვანი ტყე, სადაც შავი მურყანი ჭარბობს, იგივე თხმელა. პარკის ტყით დაფარულ ფართობებზე ულამაზეს თეთრ აკაციებსა და ტირიფებსაც შეხვდები. რაც შეხება ფაუნას, ამ ტერიტორიაზე ბინადრობს გარეული ღორი, კურდღელი, ტურა, მაჩვი, გარეული კატა, წავი, შველი. ფრინველებიდან გავრცელებულია კოლხური ხოხობი, ქედანი, გარეული იხვი, რუხი ყანჩა, სკვინჩა, მიმინო, ქორი.