KA
Katskhi Fortress - Georgian fortress of the feudal era

კაცხის ციხე

დასავლეთ საქართველოში, ჭიათურიდან 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურის მარჯვენა კლდოვან ნაპირზე ფეოდალური ხანის ციხის ნანგრევებია. ის, რისგანაც დღეს მხოლოდ კედლებია დარჩენილი, დიდ ისტორიას, ვნებებსა და ემოციებს ინახავს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

კაცხის ციხის პირველი მფლობელი

თავისი არსებობის განმავლობაში კაცხის ციხემ რამდენიმე მფლობელი შეიცვალა. საუკუნეების განმავლობაში გადადიოდა ის ფეოდალებიდან მეფეების კარის დაქვემდებარებაში და პირიქით. როგორც წესი, ციხის მფლობელები მეფეების მიერ ურჩი და განდგომილი ფეოდალების დამარცხების შემდეგ იცვლებოდნენ.

ციხის პირველ მფლობელს ლიპარიტ IV ბაღვაშს საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მეფე დავით აღმაშენებელმა ორგული ფეოდალი იძულებით ბერად აღკვეცა, ყოფილი ლიპარიტი ანტონ ბერად იქცა და ბიზანტიაში გადაიხვეწა.

ისტორიული წყაროების თანახმად, ბერი ანტონი შავ მთაზე ცხოვრობდა, სადაც, სავარაუდოდ, 1060-1064 წლებში თავისსავე დაარსებულ ქართულ მონასტერს წინამძღვრობდა და ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. გარდაცვალების შემდეგ ბერი საქართველოს მიწაზე ჩამოასვენეს და კაცხში, წინაპრების საძვალეში დაკრძალეს.

კაცხის უნიკალური ბუნება

ისტორიული ციხესიმაგრის გარდა, კაცხის ტერიტორიაზე უნიკალური ჯიშის კოლხური ბზის კორომებსა და 40-60 მეტრი სიმაღლის კლდეებსაც ნახავ, სადაც პერიოდულად ცოცვის ტურნირები იმართება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა