Ასევე, თეატრის ფოიეშივე კაფეს შეხვდები, სადაც კედლის თაროებზე წიგნები და ალბომები აწყვია, შემდეგ კი იწყება სპექტაკლი, სადაც „უსმენ“ აკრობატულ ილეთებს, ბალეტს, ცეკვებს სამ განზომილებაში — კედლებზე, ჰაერში, სცენაზე და ცოცხალ საავტორო მუსიკას.
თეატრის ისტორია 2001 წლიდან იწყება, როცა რეჟისორმა კახა ბაკურაძემ 7 მსახიობისგან დასი შეკრიბა და პირდაპირ ქუჩებში დაიწყო წარმოდგენების გამართვა.
2012 წლიდან კი თეატრს მუდმივი მისამართიც გაუჩნდა - შენობა-ანგარი თბილისის უძველეს პარკში, ბარათაშვილისა და ცაბაძის ქუჩების კვეთაზე - მუშთაიდში ააგეს, სადაც ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იმართებოდა საცირკო წარმოდგენები და მეჯლისები და წვეულებები.
მოძრაობის თეატრის რეპერტუარში 19 სპექტაკლია - მოძრაობაში გაცოცხლებული მსოფლიო შედევრები; თეატრს საკუთარი ბენდიც ჰყავს.
აქ სეზონი მთელი წელია, მხოლოდ ორშაბათ დღეს ისვენებენ;
ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით სპექტაკლებია, სამშაბათსა და ოთხშაბათს კი სხვადასხვა თემატური საღამო იმართება, სადაც კოქტეილსაც მიირთმევ და დროსაც საინტერესოდ გაატარებ.