საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Ketrisi Mineral Vaucluse

კეტრისის მინერალური ვოკლუზი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2120 მეტრზე სოფელი კეტრისი მდებარეობს. სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ზედა იურული ასაკის ქანებიდან მძლავრი მინერალური წყაროები გადმოედინება.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

რა არის კეტრისის მინერალური ვოკლუზი?

ამ ბუნებრივ მინერალურ წყაროებს ჰიდროგეოლოგებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს, რადგან ნარზანის ტიპის  ჰიდროკარბონატული კალციუმიანი წყლების ჯგუფს მიეკუთვნება. კეტრისის წყაროების დებეტი უზარმაზარია - წამში 300-350 ლიტრს იძლევა, დღე-ღამეში კი მოცულობა 25-30 მილიონ ლიტრს აღემატება. 

აქედან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც სოფელ კეტრისზე გაედინება, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.

კეტრისის მინერალური ვოკლუზი ბუნების ძეგლად არის გამოცხადებული.

თრუსოს ხეობაში, სოფელ კეტრისიდან 2,8 კმ-ში, მდებარეობს კიდევ ერთი ნახშირორჟანგიანი მინერალური წყარო, რომლის დებეტი დღე-ღამეში  2,5 მლნ ლიტრს აღწევს. აღმავალი წყაროს მიერ ზღვის დონიდან 2300 მეტრ სიმაღლეზე  წარმოქმნილია აბანოს მინერალური ტბა, რომელსაც ასევე ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

კეტრისიდან სტეფანწმინდამდე 32 კილომეტრია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა