ციხე-ქალაქის ტერიტორიაზეა შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა - გუმბათოვანი ეკლესია. ეს არის მსუბუქი, მოხდენილი და ხალისიანი ტაძარი, როგორც მას არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები ახასიათებენ.
განვითარებულ შუა საუკუნეებში კვეტერას საკუთარი სამეურნეო წარმოება ჰქონია, რასაც ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა საგანი მოწმობს. აქვეა წყლის რეზერვუარი, საიდანაც მტრის შემოსევის დროს თიხის მილებით ციხე-ქალაქის მთელი ტერიტორია მარაგდებოდა.
აქ ყველა ნაგებობა თუ ნანგრევი წარსულ დიდებასა და კვეტერის ძლევამოსილ ფეოდალთა ყოფაზე გვიყვება, რომლებიც მეფესაც კი ეურჩებოდნენ.
ამ ციხესიმაგრის ცხოვრება ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებშიც გვხვდება.
კვეტერის ერისთავის კოლონკელიძის ულამაზესი ასული გახდა ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ერთ-ერთი ინსპირაცია რომან „დიდოსტატის მარჯვენას“ შესაქმნელად. აგრეთვე, ქართველი კლასიკოსი მწერლის ლევან გოთუას რომან „გმირთა ვარამში“ მთავარი თავი კვეტერას ეძღვნება.
აქაურობა წელიწადის ყველა დროს გამორჩეულად ლამაზია. თბილისიდან თიანეთის გავლით კვეტერაში საათ-ნახევარში ჩახვალ ტრანსპორტით.