KA
Samtredia - Kulashi Synagogue

სამტრედიის - კულაშის სინაგოგა

სოფელი კულაში, რომელიც სამტრედიიდან 6 კმ-ში მდებარეობს, ქართველ ებრაელთა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ინახავს. ამ ნაწილის კუთვნილებაა კულაშის სინაგოგაც.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
სამტრედია

კულაშის სინაგოგის ისტორია

როგორც ისტორიულ წყაროებშია აღწერილი, სოფელში შვიდი ებრაული ოჯახი XVII საუკუნის მიწურულს დასახლდა. მოგვიანებით მათი რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ 1990-იან წლებამდე სამტრედიაში კულაშის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ებრაელი იყო.

სოფელში რამდენიმე სინაგოგა არსებობდა, თუმცა დღემდე შემორჩენილი უძველესი სინაგოგა XVIII საუკუნით თარიღდება. მის გვერდით დგას ხის დიდი სინაგოგაც, რომელიც XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული, და შენობა, რომლის მეორე სართულზეც ებრაელთა რელიგიური სკოლა იყო.

სამლოცველოში ახლაც ინახება თორას უამრავი ეგზემპლარი. მათ შორის არის 1879 წელს ვარშავასა და 1886 წელს კონსტანტინოპოლში გამოცემული წმინდა წიგნები. 

ებრაული სალოცავების მოპირდაპირე მხარეს ებრაული სასაფლაო მდებარეობს.

XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ქართველმა ებრაელებმა კულაში დატოვეს, როდესაც საქართველოდან დაიწყო ებრაელთა მასობრივი დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში.

ახლა სოფელში არცერთი ებრაული ოჯახი აღარ ცხოვრობს,. თუმცა კულაშელი ებრაელები და მათი შთამომავლები ხშირად სტუმრობენ თავიანთ  სახლებს და სინაგოგასაც დიდ ყურადღებას აქცევენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა