KA

ლაშიჭალა

ლაშიჭალა ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ცაგერიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. 
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:30 სთ
ბათუმი
4:35 სთ
ქუთაისი
2:20 სთ

კურორტი ორ მთას შორის, მდინარე ლაჯანურის ხეობაში, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზეა გაშენებული. 

ლაშიჭალაში რბილი ჰავა, თოვლიანი ზამთარი და ზომიერად ნოტიო ზაფხულია. 

აქ საკურორტო სეზონი ზაფხულშია. შეგიძლია, მთის მდინარეში იბანაო, მზეზე გაირუჯო და მთები დალაშქრო, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მიწის გულიდან ამომავალი 7 მინერალური წყალია. ლაშიჭალის წყლებს კლინიკურად დადასტურებული დადებითი ეფექტი აქვს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. 

კურორტზე კეთილმოწყობილი კოტეჯები და საოჯახო სასტუმროებია გახსნილი, სადაც შესაძლებლობა გექნება, დრო სასიამოვნოდ გაატარო და უგემრიელესი ლეჩხუმური კერძები დააგემოვნო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა