KA
Lado Gudiashvili Exhibition Hall

ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი

მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ არა ფერწერა, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან აქ მიღებული შთაბეჭდილებები, დიდხანს გაგყვება..
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

სად მდებარეობს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი

ლადო გუდიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება ერთნაირად მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესოა. აქ შეხვდები: XX საუკუნის დასაწყისის თბილისსა და პარიზს, ყარაჩოხელებსა და პარიზის ბოჰემას, ფიროსმანსა და მოდილიანის. 

ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისის ცენტრში, მხატვრის სახელობის ქუჩაზე - ლადო გუდიაშვილის №11-ში მდებარეობს.

ეს სამსართულიანი, ელეგანტური სახლი მხატვრის ოჯახის საკუთრებაა და, მათივე სურვილით, სახლის ნაწილი საგამოფენო დარბაზად გადაკეთდა, სადაც ძირითადად გუდიაშვილის შექმნილი პორტრეტებია გამოფენილი. 

რა უნდა ვიცოდეთ მხატვრის გამორჩეულ სტილზე

გამორჩეულია ლადო გუდიაშვილის კედლის მხატვრობა. მის მიერ მოხატულ საკურთხეველს საგამოფენო დარბაზთან ახლოს, ქაშვეთის ეკლესიაშიც ნახავ. გუდიაშვილის სტილი განუმეორებელი და საკმაოდ ადვილად ამოსაცნობია.

მხატვარი 1921-25 წლებში პარიზში სწავლობდა და მეგობრობდა ამედეო მოდილიანისთან, პაბლო პიკასოსთან, ანრი მატისთან და მორის უტრილოსთან;

გუდიაშვილის ნამუშევრები ინახება დრეზდენის ხელოვნების გალერეაში, პარიზის გალერეებში, მადრიდის პრადოს მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა