KA
Lakumurash Lake

ლაკუმურას ტბა

ლაკუმურაშ ტობა, იგივე ლაკუმურას ტბა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. უზარმაზარი კლდეებით შემოსაზღვრული ტბა ზღვის დონიდან 2 584 მეტრზე მდებარეობს, იქამდე მისასვლელი თავგადასავლებით სავსე გზა კი სვანეთის სოფელ ხაიშიდან იწყება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
კურორტი
ხაიში

მაღალი გამავლობის მანქანით 24 კილომეტრს გაივლი და შემდეგ მოლაშქრეთა ნამდვილი სამოთხე გელოდება.  შემდეგი 22 კილომეტრის გავლა უზარმაზარ ბალახებში და ციცაბო კლდეებზე მოგიწევს, თუმცა ამ სირთულეს ის უდიდესი სიამოვნება დააბალანსებს, რომელიც ლაკუმურაშ ტობისა და მისი შემოგარენის ხილვისას გელის. 

გზაში მწყემსებსაც შეხვდები, რომლებიც სტუმარმასპინძლობით გამოირჩევიან. შეგიძლია მათგან ყველი და სხვა პროდუქტები გაიყოლო - მათაც გაახარებ და შენც უგემრიელეს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს დააგემოვნებ. 

ბილიკის ბოლო აკორდია კლდოვანი, დამღლელი აღმართია, თუმცა ასცდები თუ არა, დაღლა ისევ დაგავიწყდება - ეს ნამდვილი მისტიკაა. ტბის ნაპირზე დაბანაკებასაც შეძლებ და ისეთი შეგრძნება დაგეუფლება, რომ თითქოს მთელი სამყარო შენს ხელისგულზეა მოქცეული. 

გაითვალისწინე: გამოცდილი გიდის გარეშე ტბაზე წასვლა რეკომენდებული არ არის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა