ლამარია IX-X საუკუნეების ძეგლია. ის ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა, რომელსაც ირგვლივ ზღუდე კოშკი აქვს შემოვლებული.
ლამარიას მაღალი კულტურული და ისტორიული ღირებულება მის მხატვრობაშიც ვლინდება. როგორც კვლევებმა ცხადყო, აშენებისას აქ მხოლოდ კანკელი მოუხატავთ, ინტერიერის სიუჟეტური გამოსახულებები კი შედარებით გვიანდელია.
ლამარიას ფრესკები სვანური მხატვრობისთვის დამახასიათებელი სტილისტიკისაა, სახეები კი ექსპრესიულია. აქ შეხვდები სვანეთის ტრადიციული ვედრების გამოსახულებას, ასევე - შობისა და ფერიცვალების სიუჟეტებს.
ძეგლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია მლოცველების მიერ ამოკაწრული შეწყალების ტექსტები კედლებზე, რომლებიც ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულითა და მხედრულითაა შესრულებული.
განსაკუთრებული დღესასწაულის მომსწრე აქ 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, როგორც უშგულში უწოდებენ, ლამარიობას გახდები, როცა მრევლი ტაძარში მოსალოცად ამოდის. ამ დღეს მთელი საქართველო აღნიშნავს.