მუზეუმში ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენს წელთაღრიცხვამდელი პერიოდის ჯვარი იქცევს. ასევე საინტერესოა შუა საუკუნეების სპილენძის თუნგები, ვერცხლისა და ბრინჯაოს სხვადასხვა ზომის სკივრები და ხის საყოფაცხოვრებო ნივთები. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპონატები მუზეუმის კუთვნილ მაჩუბში – სვანური ტიპის საცხოვრებელ სახლშია განლაგებული.
მუზეუმის თანამშრომლებისგან გაიგებ, რომ მაჩუბი ძველი სვანური სახლის შემადგენელი ნაწილია, რომლის ცენტრში კერა მდებარეობს. სვანეთში მკაცრი კლიმატური პირობებია, ამიტომ სვანები ზამთარს საგანგებოდ აგებულ მაჩუბში ატარებდნენ და საქონლისთვის გომურსაც იქვე აწყობდნენ. მუზეუმის თანამშრომელთა თქმით, მუზეუმისთვის მაჩუბის მიშენება ძველი სვანური ტრადიციის გაცოცხლებაა, რაც ადგილობრივებისა და სტუმრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ლეჩხუმი ზემო სვანეთისკენ მიმავალ გზაზე სატრანზიტო ქალაქად მიიჩნევა, ამიტომ მუზეუმის მონახულება ზემო სვანეთისკენ მიმავალს ან ზემო სვანეთიდან წამოსულს შესვენების დროსაც შეგიძლია.