KA

ლეჩხუმის საჯომარდო ბანაკი

ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს დღევანდელ ცაგერის რაიონს და ნაწილობრივ წყალტუბოს ზონას. ლეჩხუმის მთავარი მდინარეებია რიონი და ცხენისწყალი, თავ-თავიანთი უდიდესი შენაკადებით - ლაჯანურითა და ჯონოულით. სწორედ მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 520 მეტრზე, ულამაზეს ბუნებაშია მოწყობილი საჯომარდო ბანაკი.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ცაგერი

რა დაგხვდება?

ლეჩხუმის საჯომარდო ბანაკის ტერიტორიაზე, რომელიც უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით, სველი წერტილებითა და სამზარეულოთი, დაგხვდება როგორც ორგანიზებული კარვები, ისე საკარვე სივრცე, სადაც საკუთარი კარვით მიხვალ და დაბანაკდები. 

აქ ერთდროულად 60-მდე სტუმრის მიღება შეუძლიათ. 

ეს ლოკაცია საინტერესოა წყლის სპორტის მოყვარულებისთვის, როგორებიცაა კაიაკინგი და ჯომარდობა. 

ბანაკში ნებისმიერი სირთულის ჯომარდობაში მონაწილეობას შემოგთავაზებენ: დამწყებებისთვის, საოჯახოში, საშუალო სირთულისაში და ექსტრემალურში. მარშრუტი იმის მიხედვით დგება, რამდენი წლისაა სტუმარი, იცის თუ არა ცურვა და ა.შ. ლეჩხუმის საჯომარდო ბანაკი ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის ოფიციალურ ბაზაშია და აქ უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული. ბანაკის ინსტრუქტორები ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის (INTERNATIONAL RAFTING FEDERATION) სერტიფიკატებს ფლობენ.
ლეჩხუმის საჯომარდო ბანაკში შეგიძლია დაგეგმო როგორც ერთდღიანი, ისე მრავალდღიანი სათავგადასავლო ტური, მაგ., საცხენოსნო, ველოტური, კანიონინგი და საფეხმავლო.

როგორ მივიდეთ?

ლეჩხუმის საჯომარდო ბანაკი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოგიშში, ალპანის ჰესიდან 200 მეტრში მდებარეობს. ბანაკამდე ცაგერიდან 23 კმ-ია. ადგილზე მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის მანქანით.

როდის არის საკემპინგე სეზონი?

ლეჩხუმის საჯომარდო ბანაკში საკემპინგოდ საუკეთესო თვეებია აგვისტო-სექტემბერი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა