ტბა ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. ტბის ზედაპირის ფართობია 0,23 კმ².
იმის გამო, რომ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი დასავლეთთან შედარებით ნაკლებად ტენიანია, აქ წყალსაცავთა უმეტესობის მთავარი დანიშნულება ირიგაციაა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ტბას სათევზაოდაც იყენებს. მარაბდის ტბაში ბინადრობს სარეწაო თევზები - კარჩხანა (Carassius), თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella), მურწა (Luciobarbus mursa), ნაფოტა (Rutilus) და თეთრულა (Alburnus alburnus).
აქ ბევრი მეთევზე ადის ანკესით, სპინინგით ან ჩოგანბადით სპორტული თევზჭერისთვის, თუმცა, თუ სურვილი გექნება, თევზის ამოყვანაც შესაძლებელია, იქვე ნაკვერჩხალზე შეწვა ან თან წაღება. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მარაბდის ტბამდე სამანქანო გზა მიდის, რაც მეთევზეებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.