KA

მაჩაბლის კოშკი

სხვა ბევრ საინტერესო ძეგლთან ერთად, ამბროლაურში მაჩაბლის კოშკიც უნდა მოინახულო.
რეგიონი
სამაჩაბლო

თავის დროზე მას საგუშაგო და სათვალთვალო დანიშნულება ჰქონდა. შემდეგ იმერეთის მეფე სოლომონმა კოშკი სამაჩაბლოდან დევნილ მაჩაბლებს უბოძა და მისი ფუნქციაც შეიცვალა. სახელიც, მაჩაბლის კოშკი, ნაგებობას ამის შემდეგ დაერქვა. 

სამსართულიანი კოშკი XVII საუკუნეში ქვიშაქვითა და კირით არის აშენებული. გაჩუქებამდე ის იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. მეფეთა სასახლიდან დღეს აღარაფერია დარჩენილი, თუმცა კოშკი ძველებურად დგას. 

1924 წელს რეზიდენციის ეკლესიის ნანგრევებში, უფრო ზუსტად კი მის იატაკში, ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწის, დევნილი იასე მაჩაბლის საფლავი აღმოაჩინეს. ამ ეკლესიის ადგილზე დღეს ახალი ტაძარი დგას. ძველი სალოცავი კი დარბაზული ტიპის და თლილი ქვით ნაშენი ყოფილა. 

ეკლესიის ნანგრევებში მოჩუქურთმებული და ჯვრით შემკული კარის თაღის ქვაც აღმოაჩინეს. მას ასომთავრულად ეწერა - „ჯვარი ქრისტესი ძლევა მტერთა“.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა