ჩხუტუნეთის ჩანჩქერი, ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, გვარას ციხე საოცარი ხედებით, მაჭახელას თოფის ძეგლი, დაკიდებული ხიდები, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბუნკერი, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი, კარიმანას ჩანჩქერი და კიდევ უამრავი უნიკალური ადგილი გასაოცარ თავგადასავალს გპირდება.
მაჭახელას ეროვნულ პარკამდე მისვლა ბათუმიდან მიკროავტობუსით, ტაქსით ან მანქანით შეგიძლია. აქაურობა წლის ნებისმიერ დროს მოგხიბლავს, თუმცა, თუ ამ ადგილას ოქტომბერში იმოგზაურებ, სახალხო ზეიმი „მაჭახელობა“ დაგხვდება, რაც უამრავ საინტერესო სანახაობას მოიცავს.