KA
The Khobistkali River Vally at Mukhuri (Shurubumu)

მდინარე ხობისწყლის ხეობა მუხურში (შურუბუმუ)

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდინარის ხობისწყლის ხეობა ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით, ულამაზესი ტბებით, ჩანჩქერებითა და  უზარმაზარი დერეფნისებური მღვიმეებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქართული ჯუნგლებია. მღვიმეებს შორის გამორჩეულია შურუბუმუ - სპელეოსამოთხე, რომელიც ხობისწყლის ხეობაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მუხურის მონაკვეთშია. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ჩხოროწყუ

რით არის გამორჩეული შურუბუმუ?

ამ ადგილს გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირად სტუმრობენ სპელეოტურიზმით დაინტერესებული მოგზაურები და მოლაშქრეები

შურუბუმუსთან სოფელ მუხურიდან მოხვდები. მისტიკა გზაშივე იწყება - მღვიმისკენ მიმავალი მთისა და ტყის ბილიკები ხავსიან ლოდებზე გადადის, ირგვლივ უნიკალური კოლხური ბზის ათასწლოვანი კორომებია, ადგილ-ადგილ კი პატარა ჩანჩქერები ჩამოედინება, სადაც გარემო თითქმის ხელუხლებელია. 

ბოლოს კი დაკიდებულ ხის ხიდს გადაივლი და მთავარი სანახაობა იწყება - კარსტული მღვიმე შურუბუმუ, ანუ „სულგანაბული“.

აქ ნახავ სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს და მღვიმურ ნაღვენთ ფორმებს, გაქვავებულ ჩანჩქერებს. მღვიმე მიწისქვეშა მდინარეებისა და ტბების მთელ სისტემას აერთიანებს, სადაც ათეულობით კილომეტრი სიგრძის დერეფნებია. გაზაფხულზე მღვიმე წყლით ისე ივსება რომ მისი ნაპრალებიდანაც გადმოდის.

შურუბუმუს მღვიმე შესწავლის პროცესშია, კვლევებზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ერთად მუშაობენ, ამიტომ აქ ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა