KA
Mukhrani Fortress

მუხრანის ციხე

მცხეთაში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს, ხშირად შეხვდები ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნაგებობაა მუხრანის ციხე, რომელიც სოფელ მუხრანთან, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზეა აღმართული.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

მუხრანის ციხის ისტორიული წარსული

ძველად აქ საქართველოს სამეფო გვარის - ბაგრატიონთა ერთი შტოს, მუხრანბატონთა სამკვიდრო იყო. მუხრანბატონები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. სოფლის ტოპონიმი მუხრანი კი მუხიდან მომდინარეობს, რადგან ამ მიდამოებში ბევრი მუხის ხე იზრდებოდა. 

მუხრანის ციხის სტრუქტურა

2,5 ჰექტარზე გადაჭიმული ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებშია აგებული. მტრის შემოსევის დროს ამ ადგილას მუხრანისა და ახლომახლო სოფლების მოსახლეობა თავისი საქონლით აფარებდა თავს.

ციხის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს მოიცავს, მათგან ზოგი უვნებლად არის გადარჩენილი, ზოგი კი დანგრეულია. მუხრანბატონები ერთგულად ედგნენ მხარში მეფე ერეკლე II-ს და იბრძოდნენ ლეკიანობისა და სხვა გარეშე მტრის წინააღმდეგ.

დღესდღეობით მუხრანის ციხე ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ადამიანების ბრძოლის სიმბოლოა, ამიტომ, თუ ამ მხარეში მოხვდები, ეს ისტორიული საგანძური აუცილებლად უნდა ნახო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა