ხასხასა მწვანე ფერს ტბას სწორედ ეს ხშირი ტყე და გარემო აძლევს.
ტბაში წყაროს წყლები ჩაედინება და ამიტომ ულამაზესი ტბის სარკესავით კამკამა მწვანე წყალი ტბაში ყინულივით ცივია და მასში ბანაობას ბევრი ვერ ბედავს. ამასთანავე, ყველაზე ღრმა ნაწილში ტბა 19.4 მეტრს აღწევს.
თუკი მწვანე ტბაზე გასეირნებას გადაწყვეტ, გაზაფხული, ზაფხული ან შემოდგომის პირველი ნახევარი შეარჩიე. წელიწადის სხვა დროს აქ ყველაფერი დიდი თოვლითაა დაფარული, მათ შორის - საპიკნიკე ადგილები, სადაც ნამდვილად გემრიელად დაისვენებ.
კემპინგი, ნავები, წყლის ველოსიპედები - ყველაფერი ეს კი ადგილზე დაგხვდება. შენ, უბრალოდ, ადი ზემო აჭარაში და საოცარ მწვანე ტბას ეწვიე.